|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერმა ვიცე-მერები დანიშნა

ქუთაისს ორი ვიცე-მერი ჰყავს. ნოდარ მიქიაშვილი და კოტე ქავთარაძე ვიცე-მერებად ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ დანიშნა. მიქიაშვილსა და ქავთარაძეს ვიცე-მერების პოსტი თვითმმართველობის არჩევნებამდეც ეჭირათ.

შოთა მურღულიას თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი კოდექსის თანახმად, ოთხი ვიცე-მერის ნაცვლად, ორი ვიცე-მერი არის განსაზღვრული.
ქუთაისის მერიაში ვიცე-მერების თანამდებობის მსგავად ასევე, შემცირებულია  მერის სამსახურები, რომელიც  თვარმეტიდან ათამდე შემცირდა. "იმის გამო, რომ გარედან არ მოსულიყო სამსახურების უფროსები, ვინც დროებით იყო დანიშნული ისინი დავნიშენეთ, რომლებსაც მოგვიანებით წარვადგენთ", - განმარტა შოთა მურღულიამ.  

ავტორი: თეკლე მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა