|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ფორუმი ქუთაისში - 2015 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებს მოსახლეობა განზაღვრავს

ქუთაისში, აკ. წერეთლის უნივერსიტეტში პროექტის "ეს მუშაობს" ფარგლებში "მოსახლეობის ფორუმი" გაიმართა. პროექტი ევროკავშირის მიერაა დაფინანსებული და მას ქუთაისის მერია ახორცილებს. ხოლო ადგილობრივ დონეზე პროექტს ორგანიზებას ქუთაისში მოქმედი სამი არასამთავრობო ორგანიზაცია უწევს.

"მოსახლეობის ფორუმში" ქუთაისში მცხოვრები 100 სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე ადამიანი მონაწილეობს. მათ შორის არიან დასაქმებულები, მრავალშვილიანი დედები, სოციალურად დაუცველები და შშმ პირები.

ფორუმის მონაწილეები 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტებს განსაზღვრავენ და გარდა ამისა, ორი ძირითადი მიმართულებით, ახალგაზრდულ საკითხებსა და ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე იმსჯელებენ.

"პროექტის ფარგლებში მოსახლეობა დაიყოფა ჯგუფებად და სხვადასხვა თემებზე მსჯელობით მოხდება კონკრეტული წინადადებების შერჩევა, რომელთა გათვალისწინება უნდა მოხდეს 2015 წლის ბიუჯეტის მომზადებისას," - განაცხადა პროექტის დირექტორმა, მერაბ მეშველიანმა.

"მოხალეობის ფორუმს" ადგილობრივი თვითმმართველობის წარმოადგნელები დაესწრნენ. ქალაქი მერის, შოთა მურღულიას განცხადებით, საზოგადოების ჩართულობა ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის შედგენაში მნიშვნელოვანია.

"მომდევნო წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესზე მუშაობა დაწყებულია და მნიშვნელოვანია დავითვალოთ ხარჯები თუ რა უნდა გაკეთდეს. სასურველია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ჩართული ამ პროცესში," - აღნიშნა შოთა მურღულიამ.

ფორუმზე პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი მეწარმეების მიერ წამროებული პროდუქციის გამოფენაც მოეწყო. წლის ბოლომდე ქუთაისში "მოსახლეობის ფორუმი" რვაჯერ უნდა მოეწყოს.   

ავტორი: დეა მანაგაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა