|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ცენტრში ყვავილები გახმა - რა მიზეზებზე საუბრობს ტენდერში გამარჯვებული კომპანია

ქუთაისის ცენტრალურ უბანში გაზონებში დარგული ყვავილები გახმა. გაზონებში ყვავილების მოწრყვაზე პასუხისმგებელი შპს "ქალაქსერვისია". კომპანიამ  მიმდინარე წელს  მერიის მიერ გამოცხადებულ ქუთაისში მწავნე საფარის მოვლა-პარტონობისა და ექსპლუატაციისათვის გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. აღნიშნული სამუშაოების შესრულებისთვის "ქალაქსერვისმა" ბიუჯეტიდან 225 872  ლარი მოითხოვა.

"ქალაქსერვისის" წარმომადგენლის განცხადებით, ყვავილები ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე უვარგისი მიწის გამო  გახმა.

"მოედანზე სამუშაოების გამო, მიწა ნაკლები ხარისხისაა და ხელშეკრულებაში არ გვეწერა ამ ადგილზე მიწის და შლამის შეტანა. ცენტრალურ ბაღში  ჩვენი ინიციატივით შევიტანეთ შლამი და იქ შენარჩუნდა ყვავილები. დანარჩენ ადგილებში შლამის შეტანა არ იყო გათვალისწინებული სატენდერო პირობებში. დილით და საღამოს ირწყვება, მაგრამ არ შველის, რადგან ყველაზე დიდი ტემპერატურა ქუთაისშია. მიწა არ იწოვს იმდენ წყალს, რასაც ჩვენ ვასხამთ," - აცხადებს "ქალაქსერვისის" წარმომადგენელი, დავით ბეშკენაძე.

ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და ასუფთავების სამსახურში განმარტავენ, რომ შპს ქალაქსერვისის წარმომადგენლები გაზონებს ყოველდღიურად, დილით და საღამოთი რწყავენ.

"ყვავილები მოურწყველობით არაა გამხმარი. ცენტრალურ ბაღში, სადაც ყვავილები ჩრდილში არიან არ გამხმარა, გახმა იმ ადგილზე, სადაც მზე მთელი დღის განვამლობაში ხვდება," - განაცხადა აღნიშნული სამსახურის უფროსმა, მალხაზ ბასილაძემ.

სატენდერო დოკუმენტაციით კი ირკვევა, რომ "ქალაქსერვისს" გაზონებში მწვანე საფარის მორწყვა 9 თვის განმავლობაში სულ 32-ჯერ ევალება.

მიმდინარე წლის აპრილ-მაისში კომპანიამ ქუთაისში 45 000 ძირი ყვავილი დარგო, რომელთა შემოტანა თურქეთის რესპუბლიკიდან მოხდა.

როგორც მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და ასუფთავების სამსახურის უფროსი, მალხაზ ბასილაძე განმარტავს, შესაძლოა თურქეთში შეძენილი ყვავილები მინერალებით არაა გაჯერებული და საქართველოს პირობებს ვერ ეგუებიან.

მისივე განმარტებით, იმ რაოდენობის ყვავილების ნერგები, რაც ქუთაისს ჭირდება, საქართველოში არაა.

ავტორი: დეა მანაგაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა