|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნოემბერში სტუდენტების მასშტაბური დასაქმება იწყება

ნოემბერში სტუდენტების მასშტაბური დასაქმება იწყება.  განათლების სამინისტროს და “საქსტატის” ერთობლივი პროექტის ფარგლებში სტუდენტები მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროცესში ჩაერთვებიან. 

როგორც განათლების მინისტრის მრჩეველი ოთარ აბესაძე აცხადებს, საქართველოში არსებული ყველა უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის სტუდენტი დასაქმდება. თითო ფაკულტეტზე 30-დან 60 სტუდენტამდე შეირჩევა, ხოლო სამუშაო ჩატარდება 5-19 ნოემბერს. მანამდე ერთი კვირა იქნება ტრენინგები, რომელსაც „საქსტატი“ ჩაატარებს. როგორც აბესაძე ამბობს, „სამერ ჯობი“ წინასაარჩევნოდ დაგეგმილი პოპულისტური პროექტი იყო, სადაც სტუდენტების უმრავლესობას არც კი შეუსრულებია სამუშაო, ისე მიიღეს ანაზღაურება. 

ახალი პროექტის ფარგლებში კი სტუდენტები მიიღებენ ანაზღაურებას 400-დან 500 ლარამდე. მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მთლიანი ბიუჯეტი 2014-2016 წლებისათვის დაახლოებით 13,3 მილიონ ლარს შეადგენს. სტუდენტების მუშაობას მონიტორები გააკონტროლებენ და  მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში სტუდენტი შრომის ანაზღაურებას ვერ მიიღებს.

commersant.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა