|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ნიკეას ნაგავსაყრელის კონსერვაციის პირველი ეტაპი დასრულებულია

ქუთაისში, ნაგავსაყრელის კონსერვაციის პირველი ეტაპი დასრულდა. 

სამუშაოები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, ნარჩენები თიხიანი მიწით იფარება. რიონის პირას გაკეთდა ბერმა (ნაპირსამაგრი) ნაგავსაყრელის დახურვის პროექტი.  
ახალი ნაგავსაყრელი ქალაქგარეთ აშენდება. პროპექტირენა მომავალი წლიდან დაიწყება, სამშენებლო სამუშაოები კი,  2015 წელს. 
ნიკეას ქუჩაზე არსებული ნაგავსაყრელი ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ და მყარი ნარჩენების კომპანიის დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა დაათვალიერა.
"ნიკეას ნაგავსაყრელი ათწლეულების მოუგვარებელი პრობლემაა, ნამწვავი, გამონაბოლქვი მოქალაქეებზე ცუდად მოქმედებდა. ეკოლოგიური კატასტროფა იყო, ნარჩენები მდინარე რიონს მიჰქონდა, რის შედეგადაც, სოფლების დაბინძურება ხდებოდა, დღეს კი ბერმა გაკეთდა და ტერიტორია მაქსიმალურად დაცულია, მოსახლეობის პრობლემაც ამ ეტაპზე გადაჭრილია.ნაგავსაყრელის გადატანის შემდეგ კი ამ ტერიტორიაზე მოხდება გამწვანება და მივიღებთ რეკრეაციულ ზონას“", – განმარტა შოთა მურღულიამ. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა