|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში ჩამომსვლელი ტურისტები ვიზიტებს აუქმებენ

ტუროპერატორი კომპანიები ვიზიტორებს კარგავენ. 

ტურისტები, რომლებიც საქართველოში ჩამოსვლას გეგმავდნენ, ვიზიტებს აუქმებენ. ამის შესახებ ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ია თაბაგარმა განაცხადა.

როგორც თაბაგარი აღნიშნავს, ტუროპერატორი კომპანიებისა და სასტუმროების ინფორმაციით, ისინი ვიზიტორებს კარგავენ. იმ თვეებში, რომლებიც ტურიზმის აქტიურ სეზონად ითვლება ( აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი), ვიზიტების გაუქმება, დიდ რისკს უქმნის ტურისტულ საქმიანობას. 
მისივე თქმით, ვიზიტების გაუქმების მიზეზი შესაძლოა იყოს უკრაინასთან დაკავშირებული ამბები. "საქართველო შავი ზღვის აუზის ქვეყნად განიხილება და მიუხედავად იმ მანძილისა, რომელიც უკრაინისგან გვაშორებს, ეს სერიოზული მიზეზია, რომ ტურისტმა საქართველოში თავი დაუცველად იგრძნოს,"-აცხადებს თაბაგარი. 
როგორც ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, მნიშვნელოვნია ისიც, რომ ძალიან ბევრ ადამიანს საქართველოში მოსახვედრად ბილეთი უკრაინის ავიახაზების, კიევის გავლით ჰქონდა აღებული.
გაუქმებულ ვიზიტებთან დაკავშირებულ ინფორმაციას ბპნ-თან საუბრისას, ტურისტული სააგენტოს "Vისიტ Gეორგია"-ს დირექტორი, ლექსო მამულაშვილიც ადასტურებს. მამულაშვილი მიზეზად როგორც უკრაინასთან დაკავშირებულ, ასევე ახალ პრობლემებს ასახელებს, რომლებიც ვიზის რეგულაციას ეხება. 
წყარო: bgn

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა