|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ირაკლი ღარიბაშვილი საჯარო სექტორში მუშაობის 9 საათზე დაწყების ინიციატივით გამოდის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საჯარო სექტორში მუშაობის 09:00 საათზე დაწყების ინიციატივით გამოდის. 
მუშაობის დაწყების დღეისთვის მოქმედი წესის გადახედვისკენ პრემიერმა მთავრობის წევრებს დღევანდელ სხდომაზე მოუწოდა. 
"ჩემი მოწოდებაა, რომ გადავხედოთ საჯარო სამსახურში სამუშაო დროის დაწყების და დამთავრების წესს. ეტაპობრივად უნდა დავიწყოთ უფრო ადრე მუშაობა, ვიდრე არის დღეს. დღეს საჯარო სექტორი მუშაობას იწყებს 10:00 საათზე. ჩემი ინიციატივაა, რომ პირველი სექტემბრიდან სამუშაო დრო დაიწყოს 09:00 საათზე. მინდა, მოგიწოდოთ მთავრობის წევრებს, რომ ეს ინიციატივა განიხილოთ. მე არ ვგულისხმობ იმ უწყებებს, რომლებსაც აქვთ სპეციალური რეჟიმი, იგივე შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფინანსთა სამინისტროს სპეციალური დანაყოფი, სასჯელაღსრულების უწყება და სხვა, მაგრამ ყველა დანარჩენისთვის, ვფიქრობ, ეს არის კარგი ინიციატივა. ჩვენ უნდა დავიწყოთ ადრე მუშაობა. მიმაჩნია, რომ 10:00 საათი დაგვიანებულია. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის პრაქტიკა, რომელიც არის თანამედრივე მსოფლიოში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ipn.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა