|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რატომ შეჩერდა ქუთაისში ხიდების რეაბილიტაცია და ვინ დააჯარიმა შემსრულებელი კომპანია

ქუთაისში, რუსთაველისა და ე.წ. ბალახვნის ხიდების  სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 3 ივლისს უნდა დასრულებილყო. თუმცა, აღდგენითი სამუშაოები რამდენიმე დღეა მიტოვებულია.

 ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში განმარტავენ, რომ ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე პასუხისმგებელი კომპამია შპს "გეგი" ვადაგადაცილების გამო დაჯარიმებულია. 

შპს "გეგიმ" მერიას 3 ივლისიდან ამდრომდე ჯარიმის სახით დღეში 187 ლარს და 0.50 თეთრი უნდა გადაუხადოს. 
რაც შეეხება, სამუშაოების მიტოვებას, ადგილობრივ  თვითმმართვრლობაში განმარტავენ:  "სამუშაოები მიტოვებული არ არის. უბრალოდ კომპანიას რამდანადაც ვიცით პრობლემა შეექმნა მასალების ჩამოტანაზე.  თუმცა, ჩვენ ეს მიზეზი არ გვაინტერესებს ის ვადაგადაცილებულ  დღეებზე ჯარიმა დაეკისრა", - ამბობს მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მთავარი სპეცილისტი, გიორგი კვერნაძე. 
შპს "გეგიმ" ხიდების აღდგნაზე პასუხისმგებლობა ტენდერის გზით აიღო. რისთვისაც მას მერიიდან  187 500 ლარი ერგო. ხიდებზე  სამუშაოები უშუალოდ 27 მაისიდან დაიწყო. 

ავტორი: თეკლე მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა