|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია ზამთრისთვის სპეცტექნიკას ყიდულობს

ქუთაისის მერია ზამთრის სეზონისთვის ორ ერთეულ სპეცტექნიკას ყიდულობს. აღნიშნული ტექნიკის შესაძენად დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მიმდინარე წლის ბიუჯეტში 300 000 ლარიანი ცვლილება შევიდა. 

ქუთაისის ვიცე-მერის კოტე ქავთარაძის განმარტებით, ბიუჯეტში ცვლილება ტენდერებით მიღებული ეკონომიის ხარჯზე მოხდა.
სპეცტექნიკის შეძენის საკითხს ქუთაისის საკრებულოს დეპუტატების დაპირისპირება მოჰყვა.
საკრებულოს  "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ამირან ძოწენიძის განმარტებით, ქუთაისში მკაცრი ზამთარი და მისივე თქმით, დიდი თოვლი არ ამოდის. 
"ამიტომაც ამ ტექნიკის შეძენაში თანხის გადახდა არამიზნობრიობა არის. ქუთაისში სულ  მხოლოდ 3-4 დღე თუ არის თოვლი. რომელიც თავისით დნება ხოლმე. უჯობესი იქნება სხვა რამეში გამოვიყენოთ თანხები, ვიდრე ამ მანქანებში", -  განაცხადა საკრებულოს სხდომაზე ამირან ძოწენიძემ. მისივე თქმით,  უმჯობესია  მერიამ დიდთოვლობის დროს ინათხოვროს მანქანები, ვიდრე  მის შესაძენად ფული დახარჯოს. 
"ნაციონალ" დეპუტატს კოლეგებმა მათი მართველობის დროს ქალაქის ქუჩებში  დიდთოვლობის დროს გაუწმენდავი ქუჩები შეახსენეს. 
"ეს მანქანები იქნება მულტიფუნქციური, რომლებსაც ზაფხულში  ქუჩების მოსარწყავადაც გამოვიყენებთ. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ამ კუთხით ძალიან ცუდი გამოცდილება. ამიტომაც, რასაკვირევლია, ჯობია ავტომანქანები შევიძინოთ", - განმარტა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.  

ავტორი: თეკლე მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა