|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია თბილისის მერიისგან საჩუქრად შუქნიშნებს მიიღებს

ქუთაისის მერიამ შესაძლოა თბილისის მერიისგან საჩუქრად 7-8 ერთეული შუქნიშნები  მიიღოს. ამის შესახებ ქუთაისის მერმა  შოთა მურღულიამ  დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა. 

მურღულიამ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა უმრავლეობას შუქნიშნების გამოცვლის წინადადებით მიმართა.
"ქალაქში ძალიან ბევრ ადგილას შუქნიშნები დასამატებელია. ასევე გამოსაცვლელია არსებული შუქნიშნებიც. ვფიქრობ ასეთ საკითხებსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება", - განაცხადეს საკრებულოს "ნაციონალმა" დეპუტატებმა". 
მურღულიას თქმით, ქალაქში შუქნიშნები ნადვილად დასამატებელი და გამოსაცვლელია. 
"ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება ამასთან დაკავშირებით თბილისის მერიასთან და შესაძლებელია, რომ თბილსმა გამოგვიგზავნოს 7-8 ერთეული შუქნიშანი", - განმარტა შოთა მურღულიამ.  
 

ავტორი: თეკლე მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა