|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის თანამშრომლებმა შესაძლო გათავისუფლების შესახებ ცნობები მიიღეს

ქუთაისის მერიის ყველა თანამშრომელმა უკვე მიიღო ცნობა შესაძლო გათავისუფლების შესახებ. საუბარია, მერიის შტატით განსაზღვრულ თანამშრომლებზე. 

"გაცნობებთ, რომ "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 97-ე და 108-ე მუხლების საფუძველზე, თქვენი შტატით გათვალისწინებული თანამდებობის შემცირების შემთხვევაში, გათავისუფლდებით დაკავებული თანამდებობიდან წინამდებარე გაფრთხილების ჩაბარებიდან ერთი თვის განმავლობაში", - ნათქვამია ქუთაისის მერის შოთა მურღულიას ხელმოწერით გაგზავნილ ცნობაზე. 
აღნიშნული ცნობა მერიის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 24 ივლისს მიიღეს. მურღულიას განმარტებით, ის აღნიშნული რეორგანიზაციით შედეგად გათავისუფლებულ ადამიანებს ალტერნატივას სთავაზობს. "ჩვენ ვთავაზობთ ასეთ რამეს იმ ადამიანებს, რომლეთა შტატით გაუქმდება რეორგანიზაციის შედეგად. გადავიყვანთ შტატგარეშე თანამშრომლად და ასე მივიყვანთ კონკურსამდე. კონკურსის შემდეგ კი თავისთავად გადაწყდება თუ ვინ დარჩება", - განმარტავს შოთა მურღულია. 
მისივე თქმით, ადგილობრივ თვითმმართველობაში სულ 515 შტატით გათვალისწინებული ადამიანი მუშაობს, ხოლო ხელშეკრულებით აყვანილი 200-მდეა. მურღულიას თქმით, შტატიანი თანამშრომლებიდან რეორგანიზაციის შედეგად 300-მდე დაჩება. ხოლო ხელშეკრულების აყვანილი თანამშრონმლებიდან მხოლოდ 35.
 "ძირითადად შტატების შემცირებება მუნიციპალიტეტების ხარჯზე მოხდება. ძირითადი შემცირება ხელშეკრულებით აყვანილ ადამიანებზე მოხდება", - ამბობს მურღულია. მისივე თქმით, შტატების შემცირება მიდმინარე თვის ბოლოს დასრულედება, ხოლო რაც შეეხება, კონკურს სექტემრის შუა რიცხვებში დაიწყება.

ავტორი: თეკლე მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა