|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მსოფლიოში ენერგეტიკული სასმელების ბაზარი 7%–ით, საქართველოში კი 30%–ით გაიზარდა

მსოფლიო ტენდენციების საპირისპიროდ, სადაც ენერგეტიკული სასმელების ბაზრის ზრდის ტემპები დაეცა, საქართველოში ეს ბაზარი მკვეთრად იზრდება.

ენერგეტიკული სასმელების გაყიდვები მსოფლიოშიც, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მკვეთრად იზრდებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში ზრდის ტემპები შემცირდა. 

კერძოდ, ანალიტიკური კომპანია Euromonitor–ის მონაცემებით, გლობალური ენერგეტიკული სასმელების რეალიზაცია გასულ წელს მხოლოდ 6,8%–ით გაიზარდა, წინა წელს ამ ბაზარმა 11%–იანი ზრდა აჩვენა, 2011–ში კი ის მთელი 20%–ით გაიზარდა.

საპირისპირო პროცესებია ენერგეტიკული სასმელების ქართულ ბაზარზე, სადაც მოთხოვნა მკვეთრად იზრდება.

აღნიშნული სასმელების მავნებლობის შესახებ მედიკოსების განცხადებების მიუხედავად ქართულ ბაზარზე მზარდია მოთხოვნა როგორც იმპორტირებულ, ასევე ადგილობრივი წარმოების ენერგეტიკულ სასმელზე.

მოთხოვნა ასევე ყოველწლიურად იზრდება იმპორტირებულ „რედბულზე“. როგორც commersant.ge–ს „რედბულის“ სადისტრიბუციო კომპანია „გაგრა პლიუსში“ განუცხადეს, შარშანდელთან შედარებით, „რედბულის“  წლევანდელი გაყიდვები 17–18%–ით გაიზარდა. მათი ინფორმაციით, მართალია ზოგიერთი იაფფასიანი ენერგეტიკული სასმელი ბაზრიდან გაქრა, თუმცა ზოგადად, ბაზარი მზარდია. 


იხილეთ სრულად

commersant.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა