|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში შემოსულ 14 ადამიანს ებოლას ვირუსზე აკვირდებიან

უცხოეთის იმ ქვეყნებიდან, სადაც ებოლას ვირუსია  გავრცელებული, საქართველოში 14 ადამიანი შემოვიდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფექციურ დაავადებათა სამსახურის უფროსმა,  ხათუნა ზახაშვილმა განუცხადა. 

მისივე თქმით, საქართველოში ჩამოსულთა უმეტესობა ნიგერიიდან არის. ეს პირები აღრიცხვაზე არიან და მიმდინარეობს მათზე ზედამხედველობა. 
"მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ეჭვს არ იწვევს. ისინი ჯანმრთელები არიან. რეალურად იმის რისკი, რომ ნიგერიიდან დაავადებული შემოვიდეს ისედაც დაბალია, რადგან 174 მილიონიან ქვეყანაში დაავადების მხოლოდ 13 შემთხვევაა დარეგისტრირებული. საქართველო პირველი საფრთხის ქვეყნებს შორის არ განიხილება, სადაც შესაძლებელია ებოლას ვირუსის შეტანა. საქართველომ დააწესა, რომ უნდა მოხდეს იმ ქვეყნიდან შემოსულთა რეგისტრირება, სადაც ებოლას ვირუსის შემთხვევები გამოვლინდა. მათზე ზედამხედველობა 21 დღის მანძილზე გრძელდება. ეს არის მაქსიმალური საინკუბაციო პერიოდი, რის შემდეგაც ისინი აღარ დაავადდებიან. საზღვრის გადმოკვეთისას პირებს ეძლევათ სპეციალური სამახსოვრო, რომელიც უხსნით, რომ დაავადების სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში, სად შეუძლიათ სამედიცინო დახმარების მიღება", - აღნიშნა ზახაშვილმა.
იხილეთ სრულად. 
წყარო:ინტერპრესნიუსი

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა