|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რამდენად კმაყოფილნი არიან ქუთაისელები საკუთარი არჩევანით - "ასას" გამოკითხვის შედეგები

იმერეთის რეგიონის ახალგაზრდულ-სამეცნიერო საინფორმაციო ასოციაციამ "ასა" ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საზოგადოებრივი აზრის ანკეტური გამოკითხვის შედეგები წარმოადგინა.
გამოკითხვა პროექტის "მივიტანოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი კოდექსი ქუთაისელებამდე" ფარგლებში, ფრიდრიხ ერბერტის ფონდთან პარტნიორობით, ჩატარდა.
"პროექტის მიზანი იყო გაგვეგო, როგორი კმაყოფილები არიან ქუთაისელები საკუთარი არჩევანით. როგორც აღმოჩნდა, გამოკითხულთა უმეტესობა თვლის, რომ 15 ივნისს ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნები უკეთესი იყო იმ არჩვენებზე, რომელიც მანამდე ჩატარებულა. ასევე, ამომრჩეველი კმაყოფილებას გამოთქვამს მერობის კანდიდატების პროგრამების მიმართ," - აღნიშნა ასოციაცია "ასას" თავმჯდომარემ, ზაზა ხელაძემ.
პროექტის მიხედვით ქუთაისში გამოკითხული იქნა სამთავრობო, არასამთავრობო და ბიზნეს სექტორის 1000-ზე მეტი წარმოადგენელი.
გამოკითხულთა 44,7 % თვითმმართველობის არჩევნებს დადებითად აფასებს, ხოლო 29,7% თვლის, რომ ამ მხრივ არაფერი შეცვლილა.
წინასაარჩვენო პროგრამებიდან მნიშვნელოვან საკითხად გამოკითხულთა 38,7 %-ს სამუშაო ადგილების შექმნა მიაჩნია, 25,7% კი თვლის, რომ მნიშვნელოვანი სამართლიანობის აღდგენაა.
რაც შეეხება ამომრჩევლის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატებს, ასოციაცია "ასას" მიერ გამოკითხულთა 21,7% მიიჩნევს, რომ მათ კანდიდატებს მხარი პატიოსნებისთვის დაუჭირეს, ხოლო 26,1%-ის აზრით კანდიდატები ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე აირჩიეს.     

    

ავტორი: დეა მანაგაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა