|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ქუთაისისთვის" თავმჯდომარემ თანამდებობაზე უარი განაცხადა

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ქუთაისისთვის" ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ფრაქციის ყოფილი თავმჯდომარე, პარტია "ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის" წარმომადგენელი დავით წიტაიშვილი "ლეიბორისტმა" სამსონ გუგავამ ჩაანაცვლა. წიტაიშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე უარი პირადი განცხადების საფუძველზე თქვა.

"ვინაიდან დავით წიტაიშვილი უნივერსიტეტის პროფესორია, ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებით მას იმდენი დრო არ ექნება, რომ ფრაქციის თვმჯდომარის მოვალეობა შეასრულოს," – განაცხადა სამსონ გუგავამ.
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ქუთაისისთვის" შემადგენლობაში სამი ოპოზიციური ძალის "ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის", "ლეიბორისტული პარტიის" და "საქართველოს პარტიოტთა ალიანსის" წარმომადგენლები შედიან. 

ავტორი: დეა მანაგაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა