|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული 2000-მდე პირია

30 აგვისტოს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეა. წითელი ჯვრის საერთშორისო კომიტეტის ორგანიზებით ეს დღე ქუთაისის ცენტრალურ ბულვარშიც აღნიშნეს. აქციას წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრები და რიგითი მოქალაქეები დაესწრნენ. 

"ადამიანების გაუჩინარებას თან ახლავსორი სახის მსხვერპლი, ისინი, ვინც გაუჩინარდნენ და მათი ოჯახები, რომლებიც გაურკვევლობასა და იმედში ცხოვრობენ. ცხოვრობენ ახალი ამბის მოლოდინში და ხშირად ეს მდგომარეობა ათწლეულები გრძლედება," - განაცხადა მარიან პეკასომ, რომელიც ორგანიზაციის მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და მათი ოჯახის წევრებისათვის განხორციელებულ საქმიანობებს ხელმძღვანელობს.    
ოფიციალური მონაცემებით საქართველოში, 90-იანი წლებისა და 2008 წლის კონფლიქტის შედეგად, უგზო-უკვლოდ დაკარგული 2000-მდე პირია. 
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი დაკარგულთა ოჯახებს 2001 წლიდან ეხმარება.  

ავტორი: დეა მანაგაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა