|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზედოზირებით გარდაცვლილები საქართველოში სტიგმატიზებულები არიან - ზედოზირების დღე ქუთაისში

31 აგვისტო ზედოზირების საერთაშორისო დღეა.ამ დღეს ქუთაისშიც გამოეხმაურნენ  და სამმა ორგანიზაციამ „ჯენფუდმა“, „ახალმა გზამ“ და „რუბიკონმა“ ეს თარიღი ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე კვიპაროსების დარგვით აღნიშნა. მათი თქმით, ეს უპრეცედენტო აქციაა. იმიტომ, რომ ზედოზირებით გარდაცვლილები სტიგმატიზებულები არიან საქართველოში, მათ ნაკლები პატივისცემით მოიხსენიებენ და ნაკლები თანაგრძნობა აქვთ საზოგადოების მხრიდან.

„გადავწყვიტეთ  ზედოზირებით გარდაცვლილთა დღე აღგვენიშნა კვიპაროსის ნერგების დარგვით. ეს უპრეცენდენტო აქციაა, მსგავსი რამ არ მომხდარა  საქართველოში იგივე ნარკომომხმარებლების სტიგმატიზაციისა და კრიმინალიზაციის გამო. მაგრამ ადამიანებიმ რომლებიც გარდაიცვალნენ ზედოზირებით საქართველოს ისეთივე მოქალაქეები, ისეთივე ქართველები და უბრალოდ ადამიანები  იყვნენ, როგორიც სხვები არიან, როგორებიც ჩვენ ვართ, ამიტომ ისევე არიან  ღირსნი რომ გავიხსენოთ,როგორც სხვებს ვიხსენებთ. მათზე ნაკლებად ამბობენ კარგს, არადა თუ დაუშავეს ისევ საკუთარ თავს დაუშავეს, ამიტომ ყველა იმსახურებს რომ მოიხსენიონ“, - აღნიშნა ფსიქოლოგმა დათო ფორჩხიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს საზოგადეობას, რომ ნარკომანია დაავადებაა და წამალდამოკიდებული ისეთივე თანაგრძნობას იმსახურებს, როგორც სხვა მძიმე სენით დაავადებული. 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი