|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მისასვლელი გზების რეაბილიტაციისთვის 424 406 ლარი იხარჯება

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ 
ი.აბაშიძის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები  დაათვალიერა. აღნიშნულ ქუჩაზე გზის საფარის  მშენებლობას, სამშენებლო კომპანია "ტობე " ახორციელებს.  
ადგილობრივების თქმით, აღნიშნული ქუჩა წლების მანძილზე ამოირტიზებული იყო. 
ქუთაისში  მიმდინარე წელს მისასვლელი გზა სულ 47 ქუჩაზე კეთდება. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რისთვისაც   424 406 ლარი იხარჯება. 
"წელს 47 მისასვლელი გზა და 91 შიდა ეზო კეთდება. ჩვენ გვინდა, რომ მომავალ წელს უფრო მეტი ეზო მოეწყოს და სამუშაოებიც გაცილებით მაშტაბური იყოს, ამიტომ მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმის დროს აუცილებლად გავითვალისწინებთ ამ საკითხებს",  - განმარტა შოთა მურღულიამ.
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა