|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საკადრო ცვლილებები ქუთაისის მერიაში

ქუთაისის მერიაში საკადრო ცვლილებები გრძელდება. მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვის და განვითარების სამსახურის უფროსად "რესპუბლიკური პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ვლადიმერ ნაკაშიძე დაინიშნა. აღნიშნული სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა კახაბერ დალაქიშვილმა კი საქართველოს  გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის იმერეთის სერვის ცენტის უფროსის პოსტზე გადაინაცვლა. დალაქიშვილმა წყალმომარაგების კომპანიიის იმერეთის სერვის ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" ბექა ყანჩელი ჩაანაცვლა. 

ავტორი: დეა მანაგაძე