|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს საელჩო უკრაინელი ბავშვების საქართველოში ჩამოყვანაზე მუშაობს

უკრაინელი ბავშვების საქართველოში ჩამოყვანასა და დასასვენებელი-სარეაბილიტაციო კურსის გავლასთან დაკავშირებით საქართველოს საელჩოს მუშაობა უკვე დაწყებული აქვს. 
ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც მაია ფანჯიკიძესა და მის უკრაინელ კოლეგას პავლო კლიმკინს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს ეხება. საუბრისას ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინაში არსებულ ვითარება მიმოიხილეს.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეშფოთება გამოთქვა ბოლო პერიოდში უკრაინაში ვითარების ესკალაციის გამო. მაია ფანჯიკიძემ უკრაინელ კოლეგასთან საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო გმობს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ფაქტს და მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას, რომელიც უკრაინაში კრიზისის აღმოფხვრისკენ არის მიმართული. ამასთან, ფანჯიკიძემ კიდევ ერთხელ გამოხატა ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების სოლიდარობა უკრაინის მთავრობისა და მოსახლეობის მიმართ.
სატელეფონო საუბრისას მაია ფანჯიკიძემ უკრაინელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა გააცნო, რომელიც უკრაინელი ბავშვების საქართველოში ჩამოყვანას და დასასვენებელი-სარეაბილიტაციო კურსის გავლას ითვალისწინებს. როგორც მაია ფანჯიკიძემ სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, უკრაინაში საქართველოს საელჩოს უკვე დაწყებული აქვს ამ მიმართულებით მუშაობა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლიერება გამოხატა აღნიშნული ინიციატივის და ზოგადად საქართველოს მთავრობის მხარდაჭერის გამო.
სატელეფონო საუბრისას მაია ფანჯიკიძე და პავლო კლიმკინი შეთანხმდნენ მხარეებს შორის ვიზიტების შემდგომ გაცვლაზე და აღნიშნეს, რომ ორმხრივი შეხვედრებისთვის ასევე გამოყენებული იქნება ყველა მნიშვნელოვან ფორუმი. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი ასეთი შეხვედრა დიდ ბრიტანეთში, უელსის სამიტის ფარგლებში გაიმართება.

ipn.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა