|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

განათლების მინისტრმა ქუთაისის 10 საჯარო სკოლაში დირექტორები დანიშნა

საქართველოს განათლების სამინიტრომ ქუთაისის 10 საჯარო სკოლაში, სადაც სამეურვეო საბჭომ სამინიტროს მიერ წარდგენილი დირექტორების კანდიდატები არ აირჩია, დირექტორები უკვე დანიშნა. 

ქუთაისის #6 საჯარო სკოლა - დიმიტრი ქარსელაძე,  #8 - თეა ჩხეტია, # 9 - ზვიად გორგძე,   #10 - დემურ გგუა,  #11 - უშანგი ფხაკაძე,  # 31 - მამუკა გიორგაძე,  #32 - ჯეირან კოღუაშვილი, # 33 - მარინა ისკაკოვა და # 35 - რუსუდან თავიდაშვილი - ეს სამეურვეო საბჭოს მიერ ჩაგდებული და სამინისტროს მიერ „მწვანეანთებული“ დირექტორები  არიან. ერთადერთი შემთხვევა  ქუთაისის  #26 საჯარო სკოლაა, სადაც  განათლების სამინიტრომ არ დანიშნა  სამეურვეო საბჭოს მიერ ჩაგდებული კანდიდატურა. განათლების  მინისტრმა აღნიშნულ სკოლაში დირექტორად ვარდო უგულავა დანიშნა. არჩევნები არ ჩატარებულა #2, #22 და #40-ე საჯარო სკოლაში. ამ უკანსასკნელში შარაშან დირექტორად, 6 წლის ვადით, გენადი მარგველაშვილი აირჩიეს.

დანარჩენ 25 საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭომ სამინიტროს მიერ წარდგენილი  კანდიდატურები აირჩია. 

საჯარო სკოლის დირექტორების არჩევნები მიმდინარე წლი 11 სექტემბერს ჩატარდა. 

ავტორი: თეკლე მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა