|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ხვალიდან ღია ცის ქვეშ კინოჩვენებები გაიმართება

ქუთაისში, ათი დღის განმავლობაში ღია ცის ქვეშ კინოჩვენებები გაიმართება. 

კინოჩვენებები ქუთაისში 16 სექტემბრიდან 26 სექტემბრს ჩათვლით, ერთ-ერთ- უძველესი კინოთეატრის "მონ-პლაზირის" ტერიტორიაზე მოეწყობა. აღნიშნულ ტერიტორიაზე მაყურებელთათვის შეზლონგები და პუფები განთავსდება.
როგორც ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურში ამბობენ, კინოჩვენებების განმავლობაში მაყურებელს ბევრი საინტერესო სიურპრიზი ელოდება.
"ამ კინოჩვენებებზე ქუთაისელ ახალგაზრდებს მიეცემათ საშუალება გაეცნონ მსოფლიო კინოს შედევრებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ ქალაქისთვის, სადაც თითქმის ორი ათეული წელი არ ფუნქციონირებდა კინოთეატრი და ახალი თაობა მსოფლიო კინოპროცესების მიღმა რჩებოდა,"- განმარტავენ ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურში. 
კინოსეანსები ღია ცის ქეშ ქუთაისის ისტორიულ უბანში, ყოველდღე, 19:30 საათზე გაიმართება.

ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა