|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შსს - 2014 წელს გასულ წელთან შედარებით დანაშაულმა 17,05%-ით იკლო

შინაგან საქმეთა სამინისტრო 8 თვის და აგვისტოს თვის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს. შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით,

2014 წლის იანვარ-აგვისტოს თვეებში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულია 17458 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 10583 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 60,62%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -17,05 %.

მიმდინარე წლის აგვისტოში კი შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულია 2405 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1277 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 53,1%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -19,27 %.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა