|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნაციონალი" დეპუტატი - ქუთაისის მერიაში ბევრი ადამიანი დაკარგავს სამსახურს

ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე "ნაციონალმა" დეპუტატებმა ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო–საატესტაციო კომისიის დებულება გააკრიტიკეს.

როგორც "ნაციონალები" ამბობენ, ატესტაციის პირობებში, ტესტირების შემგდგომ გასაუბრება, ქუთაისის მერიიდან თანამშრომელთა გათავისუფლების მიზნით მოხდება.
"ტესტირებაგავლილი თანამშრომლებს, რომლებიც რეალურად მაღალ ქულებს მიიღებენ, მაგრამ სინამდვილეში პოლიტიკური მოტივით დაიწუნებენ, გასაუბრების გზით მოიცილებენ თავიდან. ეს არის აბსოლუტურად სუბიექტური გადაწყვეტილება.  ყველა დაინახავს მალე, რომ ამ ე.წ. გასაუბრებებით ქუთაისის მერიაში ბევრი ადამიანი დაკარგავს სამსახურს,"- ამბობს "ნაციონალი" დეპუტატი ამირან ძოწენიძე.
დღეს, ქუთაისის საკრებულომ,  ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო–საატესტაციო კომისიის დებულება დაამტკიცა. 
დებულების მიხედვით, თანამშრომელთა ატესტაცია ორ ეტაპად მოხდება. პირველი ეტაპი ტესტირება, ხოლო მეორე ეტაპი გასაუბრება იქნება.

ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა