|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რეგიონული განვითარების სამინისტრო სტიქიების შედეგების სწრაფი ლიკვიდაციის მექანიზმებს შეიმუშავებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სტიქიების შედეგების სწრაფი ლიკვიდაციის მექანიზმებს შეიმუშავებს. ამის თაობაზე განცხადება გაკეთდა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით შავლიაშვილი, სამინისტროს ხელმძღვანელები სახელმწიფო რწმუნებულებს-გუბერნატორებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე, ასევე, იმ საკითხების შესახებ იმსჯელეს, რომელიც საქართველოს მხარეების ხელმძღვანელებს ადგილებზე არსებული პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება.

კერძოდ, განიხილეს მყარი ნარჩენების მართვის კუთხით რეგიონებში არსებული ვითარება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის სანაპიროსა და, ზოგადად - ტურისტული რეგიონების დასუფთავებისთვის საჭირო ტექნიკისა და აღჭურვილობის რაოდენობაზე, მის შევსებასა და განახლებაზე.

გუბერნატორების განცხადებით, წელს საკურორტო ზონებში დამსვენებლების რიცხვი 200%-ით იყო გაზრდილი, რასაც ადგილებზე ნარჩენების გასატანად საჭირო ტექნიკისა და მუშახელის სრული მობილიზაცია დასჭირდა.

ამის გათვალისწინებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობით, უკვე დაიწყება შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რათა მომავალი, 2015 წლის საკურორტო სეზონს რეგიონები წლევანდელზე გაცილებით უკეთ მომზადებულები შეხვდნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო, ასევე, ახლადშექმნილი მუნიციპალიტეტებისთვის საჭირო ადმინისტრაციული შენობების მოწესრიგებას, აღჭურვასა და მოწყობას. გარკვეულ ტექნიკურ  დახმარებას, ამ კუთხით, სახელმწიფოს ორგანიზაცია GIZ გაუწევს. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა