|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ქართული საზოგადოება ყალიბდება აქ“ - მესხიშვილის თეატრმა იუბილე აღნიშნა

27 სექტემბერს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში პროფესიული დასის დაარსებიდან 130-ე წლისთავი აღინიშნა.

საიუბილეო საღამოზე  ამ თარიღისადმი სპეციალურად შექმნილი თეატრალური კომპოზიცია   „ქართული საზოგადოება ყალიბდება აქწარმოადინეს (რეჟისორი გიორგი სიხარულიძე).  მესხიშვილის თეატრის სცენაზე, დასმა თეატრის ისტორია დადგა, გაიხსენეს თეატრისთვის მნიშვნელოვანი ეტაპები და ადამიანები. მაყურებელს გაახსენეს ის სპექტაკლები, რომელიც აყალიბებს თეატრის დღევანდელ სახეს და სათქმელს. შესაბამისად თვალსაჩინო გახდა  მესხიშვილის თეატრის ზოგადი კონცეპცია - თუ როგორ ესმით  თეატრი „მესხიშვილელებს“, რა მნიშვნელობას ანიჭებენ მას და როგორ ხედავენ  მის როლს ქართულ კულტურაში.

ამ საკითხებზე საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს ცნობილმა ქართველმა თეატრალურმა მოღვაწეებმაც.  მათ ქუთაისი მოიხსენიეს „კულტურის კერად“ და მესხიშვილის თეატრი „ქართული კულტურის მნიშვნელოვან მონაპოვრად, რომლის  გარეშეც ვერ იარსებებდა ქართული თეატრი“, უფრო მეტიც, მათი თქმით „ქათული საზოგადოება ყალიბდებოდა აქ“.

საღამოს სხვა სტუმრებთან ერთად, ესწრებოდა საქართველოს კულტურის მინისტრი, ასევე იმერეთის მხარისა და ქალაქის პირველი პირები. მათაც ილაპარაკეს თეატრის მნიშვნელობაზე და გარკვეული დაპირებებიც გასცეს.

„ოქროს კოშკებს არ შეგპიდებით,  მაგრამ  გეტყვით,  რომ ყოველთვის ვიქნები ძალიან გულწრფელი, არასდროს მოგატყვილებთ და პრობლემებსს არ გავექცევი. ამ პრობლემის გადაწყვეტაზე  თქვეთან ერთად ვიმუშავებ“, - განაუცხადა კულტურის მინისტრმა  მიხეილ  გიორგაძემ მესხიშვილის თეატრის წარმომადგენლებს.

იუბილის ფარგლებში თეატრში გაიხსნა კოტე მესხის სახელობის ლოჟა.

კოტე მესხი ქუთაისის თეატრის პროფესიული დასის დამფუძნებლად ითვლება. იგი თეატრს სათავეში 1884 წელს ჩაუდგა. 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა