|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინიციატივა ორპალატიანი პარალმენტის შესაქმნელად - ქუთაისში ხელმოწერების შეგროვება იგეგმება

"თავისუფალი  საქართველოსთვის" იმერეთის ორგანიზაციის წარმომადგენელი, გოგი წულია მიმდინარე კვირის პარასკევს, საკანონმდებლო ორგანოს თავის ინიციატივას ოფიციალურად წარუდგენს. 

წულაია კანონდებლებს ორპალატიანი პარალამენტის  შექმნის წინადადებით მიმართავს. ის აცხადებს, რომ ორპალატიანი პარალამენტი საკანონმდებლო უწყების ქუთაისში დარჩენა-არდარჩენის საკითხს გადაწყვეტს. 
"ერთხელ და სამუდამოდ  დამთავრდება პარლამენტის ირგვლივ არსებული იწილო-ბიწილო. ერთი პალატა იქნება ქუთაისში, ხოლო მეორე – თბილისში. ასევე, დამთავრდება ერთ კვირაში კანონების მიღების ხანა", - აცხადებს გოგი წულია. 
"თავისუფალი საქართველოსთვის" იმერეთის  ორგანიზაციის ხელმძღვანელი, აღნიშნულ საკითხზე  ხელმოწერების შეგროვებასაც გეგმავს. 
"მას შემდეგ, რაც პარლამენტი ამის ნებართვას დაგვრთავს და შესაბამის "ბლანკს" მოგვცემს, მე ამის გაკეთებას დავიწყებ არა როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, არამედ როგორც მოქალაქე", - ამბობს წულია. 

ავტორი: თეკლე მორგოშია