|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიამ პროექტის ფარგლებში 33 სახლი გადახურა

ქუთაისში ,,ღატაკი სტატუსის მქონე ოჯახებისთვის" საპილოტე პროგრამა წარმატებით განხორციელდა. პროგრამის ფარგლებში ქუთაისის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით აღნიშნული ოჯახები გადასახური მასალით უზრუნველყო და სამუშაოებიც შეასრულა. წელს სულ პროგრამის ფარგლებში 33 სახლი გადაიხურა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ამაგი „ ასრულებს.
დღეს ქუთაისის მერი შოთა მურღულია, საკრებულოს თავმჯდომარე და საბინაო ინფრასტრუქტურის მართვის და განვითარების სამსახურის უფროსი მიმდინარე წელს ბოლო სახლის გადხურვის პროცესს დაესწრნენ. 
,,პროექტი წარმატებულია, სამუშაოებიც საკმაოდ ხარისხიანად შესრულდა, ეს პროგრამა არის სიახლე რომელიც წინა წლის ბიუჯეტში შევიტანეთ.სოციალურად დაუცველ ოჯახებს ვისაც 57000 ქულას ქვემოთ აქვს, ავარიულ სახურავებს მთლიანად ვუცვლით. მომავალი წლის ბიუჯეტში თანხები ამ პროგრამისთვის აუცილებლად იქნება გათვალისწინებული, ჩვენ ვცდილობთ რაც შეიძლება მეტ ოჯახს დავეხმაროთ“- განაცხადა შოთა მურღულიამ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა