|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიაში ვაკანსიები გამოცხადდა

ქუთაისის მერიაში 179  ვაკანსია გამოცხადდა. ამის შესახებ დღეს ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ ჟურნალისტებთან შეხვედრისას ისაუბრა. მისი თქმით, საბუთების შევსება ელექტრონულად იქნება შესაძლებელი.

 "ყველა ის პრობლემა, რომელიც წინა კონკურსის დროს იყო, როცა შემოსული საბუთები იკარგებოდა და ვეღარ პოულობდნენ, აღმოფხვრილია. ახლა ყველაფერი გაკეთდება ელექტრონულად, შეიქმნება ბაზები და ვერავინ ეჭვს ვეღარ შეიტანს, რომ რაიმე მაქინაციას აქვს ადგილი" - განაცხადა შოთა მურღულიამ.

 კონკურსი 3 ეტაპს - დოკუმენტების დახარისხების, ტესტირების  და გასაუბრების ეტაპებს  შეიცავს

როგორც შოთა მურღულიამ განაცხადა, ტესტირება არ ჩატარდება მერიაში, ამის თაობაზე მოლაპარაკება ეროვნულ ცენტრთან მიმდინარეობს.

კონკურსს არ ექვემდებარებიან სამსახურის უფროსები. შექმნილია საკონკურსო კომისია, რომლის თავმჯდომარეც დავით დვალია, კონკურსანტებისათვის დადგენილია 70%- იანი ბარიერი

შოთა მურღულიას თქმით, კონკურსის შემდეგ მერიაში შტატით გათვალისწინებული თანამშრომელთა რაოდენობა 340 იქნება, შტატგარეშე 34-35.

ბრიფინგზე მერმა მერიაში ხელფასების ზრდის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო. მისი თქმით, რეორგანიზაციის შედეგად დაიზოგა თანხა- მილიონ ნახევარი ლარი, რომელიც ქალაქის ინფრაცტრუქტურულ განვითარებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს მოხმარდება.

 კონკურშში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცის ვადა 4 ნოემბრამდეა.

ავტორი: ანა ჯიქია