|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეთა მოთხოვნები არ დააკმაყოფილა

   ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა ივანე მერაბიშვილის მიმართ საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი 5 წლით თავისუფლების აღკვეთის შესახებ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ასევე ძალაში რჩება ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ჭიაბერაშვილისთვის დაკისრებული 50 ათასიანი ჯარიმა. 

    ჭიაბერაშვილის განცხადებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენს  უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.
     იმავეს  აპირებს ბრალდების მხარეც; პროკურორ ქეთევან ჩაჩავას განცხადებით, მათ მიერ წამოყენებული ბრალდება  სრულიად დასაბუთებული იყო და არ მოხდა შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება, რის გამოც,  ისინიც  უზენაეს სასამართლოს  მიმართავენ.

ავტორი: გიგა გელხვიიძე