|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ქალთა ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი აირჩიეს

 ქუთაისის ქალთა ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტის პოსტზე დემურ დენოსაშვილი აირჩიეს. შეხვედრა  დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში  გაიმართა,  რომელსაც 
 საქართველოს ქალთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნინო სიორდია, სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველის მოადგილე ნინო უჩაძე და მწვრთნელები ესწრებოდნენ.
    სპორტსმენებმა ასევე ქალთა ფეხბურთში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს, რომელთა მოგვარებაში სპორტულ დაწესებულებათა გერთიანების მმართველის მოადგილემ ნინო უჩაძემ ფედერაციას დახმარება აღუთქვა.
    ,,ჩვენ აქამდეც ვედექით გვერდით ქალთა ფეხბურთს და ვცდილობდით, ჩვენი მცირე წვლილი შეგვეტანა მის განვითარებაში. ამიერიდან უფრო გავაქტიურდებით და შევეცდებით  მეტი გავააკეთოთ ქალთა ფეხბურთისთვის" - განაცხადა უჩაძემ.
    

ავტორი: გიგა გელხვიიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა