|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გახშირებულმა წვიმებმა წყალტუბოს მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა

ძლიერი წვიმების შედეგად წყალტუბოს  სოფლებში მეწყერი ჩამოწვა.  დაიმეწყრა  დღნორისას, ლეხიდრისთავის, მექვენას თემის სოფლები. დერჩში ადიდებულმა მდინარემ  საავტომობილო გზის მონაკვეთი გადაკეტა, მექვენაში მეწყერი სამ ადგილზე  ჩამოწვა, ბენთქოულში ჩამოიშალა კლდის მასივები, ონჭეიშში ადიდებულმა მდინარემ  ქვა-ღორღი ჩამოიტანა.
სტიქიისგან დამეწყრილი ტერიტორიები  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ სერგო კირკიტაძე მოინახულა.  ადგილზე მივიდა ტენდერში გამარჯვებული ინდმეწარმის „დავით კვერნაძე სამუშაო ჯგუფი, რომელსაც  წყალტუბოს მუნიციპალიტეტში შიდა გზების თოვლის საფარისგან გაწმენდა და სტიქიის შედეგად გამოწვეული ზიანის აღმოფხვრა ევალება.


სოფელ დღნორისასკენ მიმავალი გზა უკვე გახსნილია.  მიმდინარეობს საჩხეური-ლეხიდრისთავის დამაკავშირებელი გზის გაწმენდა.
ხვალიდან  მექვენას თემთან დამაკავშირებელი გზის გაწმედითი სამუშაოები დაიწყება.

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა