|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გამწვანების აქცია ყოფილ ნაგავსაყრელზე

ქუთაისში, ნიკეას დასახლებაში, ყოფილი ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე მოსახლეობამ და მთავრობის წარმომადგენლებმა გამწვანების აქცია გამართეს. მათ ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 400 ძირი ხე დარგეს.

„ადგილი, სადაც ეს აქცია ჩავატარეთ, მანამდე ნაგავსაყრელი იყო და სავალალო მდგომარეობაში იმყოფებოდა.“ -  აღნიშნა ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელმა, მაია მეტრეველმა.

როგორც ქუთაისის ვიცე-მერმა, ნოდარ მიქიაშვილმა განმარტა, ქუთაისის ყოფილ ნაგავსაყრელზე, ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვერხვის ხეები დაირგო, რაც ქარსაცავი ზოლის ფუნქციას შეასრულებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მთავრობის ადმინისტრაციამ გამწვანების კამპანია „მწვანე მომავალი“ დაიწყო, რომლის მიზანი საქართველოში გამწვანების პროცესის ხელშეწყობა და ჯანსაღი გარემოს თემის პოპულარიზაციაა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული გამწვანების პროგრამის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით მილიონი ნერგი უნდა დაირგას და გაიხაროს.

 

ავტორი: ასმათ ყურაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა