|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სახალხო დამცველმა წყალტუბოს გამგებელს რეკომენდაციით მიმართა

უსახლკაროდ დარჩენილი 87 წლის ჟენია ჯიშკარიანის დახმარების რეკომენდაციით წყალტუბოს გამგებელს კონსტანტინე მამისეიშვილს სახალხო დამცველმა  მიმართა

უჩა ნანუაშვილი პირადად ჩავიდა წყალტუბოს რაიონის სოფელ გუმათში და მარტოხელა პენსიონერი მოინახულა

ქალბატონს საცხოვრებელი სახლი 1992 წელს,  ხანძრის შედეგად დაეწვა.  მას შემდეგ  თავშესაფრის მოთხოვნით   მან არა ერთხელ მიმართა ადგილობრივ თუ ცენტრალურ ხელისუფლებას, თუმცა უშედეგოდ.

როგორც სახალხო დამცველის რეკომენდაციაშია განმარტებული,  უსახლკაროდ დარჩენილი პირების სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება სახელმწიფოს ადგილობრივ ხელისუფლებაზე აქვს დელეგირებული.  ამდენად, უსახლკარო ოჯახების მიმართ ადგილობრივ ხელისუფლებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება.

ამჟამად ჟენია ჯიშკარიანი 4 კვ. რკინის ვაგონში ცხოვრობს, სადაც შეუძლებელია ჰიგიენის დაცვა და საკვების მომზადება. მას არა აქვს სათანადო ტანსაცმელი, საწოლი და სხვა საჭირო ნივთები; უჭირს გამოზამთრებაც. პენსია და სოციალური დახმარება არ არის საკმარისი მინიმალური საყოფაცხოვრებო პირობების უზრუნველსაყოფად.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა