|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში გაეროს დღე აღნიშნეს

გაეროს მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ქუთაისში, სახალხო დამცველის ოფისში, კონფერნეცია გაიმართა თემაზეკულტურა და სოციუმი, როგორც გენდერული უთანასწორობის საფუძველი“.  მასში მონაწილეობა 23 დელეგატმა მიიღო

დელეგატებს ქუთაისის სხვადსახვა სკოლების მოსწავლეები წარმოადგენდნენ. განსახილველი თემა გენდერული უთანასწორობის პრობლემა და მასთან დაკავშირებული ისეთი აქტუალური საკითხები იყო, როგორიცაა ტრადიციები, რელიგია, კულტურა, პოლიტიკაში ქალების ჩართულობა, ოჯახში ძალადობა ,მათ შორის ადრეული ქორწინება, განათლება და სოციუმი.
 გაეროს მოდელირების კონფერენცია ორგანიზებულიასაქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერებისპროექტის (ANI) ფარგლებში, საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ- საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ხორციელდება

მსოფლიოში ყოველწლიურად 170-ზე მეტი გაეროს მოდელირება იმართება და მასში მონაწილეობას სამოცი ათასამდე ახალგაზრდა ღებულობს

1996 წლიდან ამ რიცხვს გაეროს ასოციაციის მეშვეობით ქართველი ახალგაზრდებიც შეუერთდნენ.

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა