|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ფონდი "სოხუმი" ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ განცხადებას აქვეყნებს

კულტურულ-ჰუმანიტალურმა ფონდმა "სოხუმი" ქვეყანაში ძალადობის შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც იგი ხელისუფლებას, სახოგადობრივ ორგანიზაციებს, რელიგიურ კონფესიებს, მედიასაშუალებებს და რიგით მოქალაქეებს მიმართავს: "დღეს არის მომენტი, როცა ერი და ბერი უნდა გრძნობდეს სირცხვილს, სინდისის ქენჯნას იმის გამო, რომ ძალადობა ჩვენს გვერდით არათუ დაუსჯელი დარჩა, გაუგონარი მასშტაბები შეიძინა და ყოველმა მომდევნო დანაშულმა, ჩადენილმა უაზრო სისასტიკით, სამუდამო დაღი დაასვა საზოგადოების მთლიან ორგანიზმს, ეჭვქვეშ დააყენა აღიარებული ფასეულობების სისტემა და წარმოუდგენელი საფრთხე შეუქმნა ჩვენი შვილების მომავალს."

 ფონდი "სოხუმი" მიესალმება განათლების მინისტრის ინიციატივას სკოლებში ძალადობის მიუღებლობის, ტოლერანტობის თემებზე დისკუსიების ჩატარებას, აგრეთვე პრეზიდენტის განცხადებას 2015 წლის ქალთა წლად გამოცხადების შესახებ ორგანიზაცია მნიშვნელოვნად მიიჩნევს კონფესიური ლიდერების ჩართვას ძალადობის პრევენციაში, რადგან არც ერთი რელიგია ძალადობას არ ქადაგებს.

ფონდი სოხუმის განცხდებით: "არსებულმა სინამდვილემ დაამსხვრია მითი, რომ ძალადობენ მხოლოდ მათზე, ვისაც არა აქვს ინფორმაცია თავის უფლებებზე, ვინც არ მიმართავს დახმარებისთვის. პრაქტიკამ აჩვენა, რომ სახელმწიფო აბსოლუტურად უძლური აღმოჩნდა სხვა შემთხვევებშიც.

ავტორი: ნიუპრესი