|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მიტოვებული ბავშვი იპოვეს

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, სადარბაზოში,  ადგილობრივებმა მცხოვრებლებმა ახალშობილი  იპოვეს, რომელიც   პოლიეთილენის პარკში იყო გახვეული. სავარაუდოდ,  ბავშვის დედამ სახლის პირობებში იმშობიარა.


"გამოვიხედე გარეთ. მეზობელმა თქვა, მგონი, კატააო. კატა  კი არა,  ბავშვი აღმოჩნდა.   შემოვიყვანე სახლში, კნაოდა კატასავით. ვნახე, რომ ჭიპლარი არც ჰქონდა მოცილებული."-  ამბობს ბინის პატრონი, სადაც ახალშობილი დატოვეს. 

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ჩვილი ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების თქმით, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ქუთაისის რაიონულმა პროკურატურამ გამოძიება  დაიწყო.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა