|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ძლიერმა ქარმა ხუთსართულიან სახლს სახურავი ახადა

ქუთაისში ძლიერმა ქარმა ხუთსართულინ სახლს სახურავი გადახადა. შემთხვევა  ხუნდაძის ქუჩაზე, 50 ნომერში მოხდა. სახურავის ჩამოვარდნას მსხვერპლი არ მოჰყოლია.  როგორც ადგილობრივები აცხდებენ, შენობა ახალი გადახურული იყო და წესით,  მას პრობლემა არ უნდა შექმნოდა.  დაზარალებულები  დახმარებას მერიისგან   ითხოვენ.

„ბინ ახალი დახურულია,   მერიის თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში გაკეთდა. ახლა ქარმა ნახევარი სახურავი მთლიანად აიღო,  ვითხოვთ ადგილობრივი თვითმმართველობიდან დახმარებას,  ამას ჩვენი ხარჯებით ვერ გავაკეთებთ.“ - აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული  მზია გუგუშვილი. 

როგორც ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურში განაცხადეს, ძლიერი ქარის გამო საცხოვრებელი ბინების დაზიანების შემთხვევები გახშირებულია. ამ დროისათვის ხუნდაძის ქუჩაზე   სამუშაოების შესრულებას ბუნებრივი პირობები აფერხებს.  საბინაო სამსახურის უფროსის,  ვლადიმერ ნაკაშიძის თქმით, აზომვითი სამუშაოები ქარის ჩადგომის შემდეგ  ჩატარდება და მოსახლეობას გადახურვისთვის საჭირო მასალა გადაეცემა.

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა