|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პროფესიულ კოლეჯს „იბერია“ ახალი, რესტავრირებული სტუდენტთა საცხოვრებელი ექნება

პროფესიულ  კოლეჯსიბერიაახალი, რესტავრირებული სტუდენტთა საცხოვრებელი ექნება, რომელიც რეგიონიდან ჩამოსულ სტუდენტებს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფს.

 ამჟამად არსებული საცხოვრებელი კორპუსი განათლების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა,  ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ   და ვიცე-გუბერნატორმა ალექსანდრე იოსებაშვილმა დაათვალიერეს.

კორპუსის რეაბილიტაცია მალე დაიწყება და სტუდენტები თანამედროვედ აღჭურვილ შენობაში იცხოვრებენ.

 „განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ზრუნავს პროფესიული სასწავლებლების განვითარებაზე, ამ კუთხით განხორციელდა არსებული სასწავლებლების შესაძლებლობების შესწავლა.  “იბერიასდღეს ძალიან ბევრი სტუდენტი ჰყავს, შესაბამისად იზრდება მოთხოვნა საერთო საცხოვრებელზე ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება მის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, აქ ბევრი სტუდენტი სწავლობს სხვადასხვა რეგიონიდან ამიტომ მათ აქვთ უფლება ჰქონდეთ კარგი საცხოვრებელი პირობები.“ - განაცხადა ქეთევან ნატრიაშვილმა.

კოლეჯის დირექტორის ქეევან ლოსაბერიძის თქმით, რეაბილიტაციისთვის სამინისტრომ მილიონი ლარი გამოყო, აშენდება სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი, სადაც რესტორანიც იქნება გათვალისწინებული და აქ კოლეჯის სტუდენტები დასაქმდებიან.

საშემოდგომო მიღებაზე, პროფესიულ კოლეჯშიიბერია“ 440 სტუდენტი ჩაირიცხა , აქდან 100-მდე რეგიონიდან ჩამოსულია.

 

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა