|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის "სასწრაფო სამედიცინო ცენტრს" ახალი რეანიმობილები გადაეცა

ქუთაისის სასწრაფო სამედიცონო დახმარების ცენტრს 4 ახალი რეანომობილი გადაეცა. ღონისძიებას ქუთაისის მერი შოთა მურღულია, იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე  დიმიტრი ხუნდაძე,  სასწრაფო სამედიცინო დახმარების დირექტორი თეიმურაზ ხარაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველების  წარმომადგენლები დაესწრნენ.    

 

როგორც მათ აღნიშნეს, პირველადი დახმარების პრობლემა ქალაქში მწვავედ იდგა, არ იყო გამართული ტექნიკა და წინა ხელისუფლების უპასუხისმგებლო გადაწყვეტილების გამო "სასწრაფო" თავის შენობაშიც არ იმყოფებოდა.

სახელმწიფოს გადაწყვეტილება ახალი რეანომობილების გადაცემასთან დაკავშირებით მდგომარეობას მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს, მომავალი წლიდან ექიმების გადამზადება დაიწყება და შესაძლოა, ხელფასების გაზრდაც მოხდეს. 

სამედიცონო პერსონალი აცხადებს, რომ  ახალი ტექნიკა მათ მომსახურებას  გააუმჯობესებს. გაუმართავი ავტომობილების გამო გამოძახებაზე ხშირად დაგვიანებით უწევდათ მისვლა. 

იმერეთისთვის სულ 40 ახალი ავტომობილია გათვალისწინებული. აქედან 9 ქუთაისს მოემსახურება. ავტომობილები  თანამედროვე წესითაა აღჭურვილი და ყველა პირობაა იმისთვის, რომ პაციენტების სათანადო მომსახურება მოხდეს.

"ქუთაისის სასწრაფოს"  ძველი ავტომობილები იმერეთის რამდენიმე რაიონს გადაეცემა.

 

ავტორი: თამარ რაზმაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა