|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქვიშის პოეტებმა" "აწსუ"-ში შემოქმედებითი საღამო გამართეს

ქვიშის პოეტებმააკაკი წერეთლი სახელმწიფო უნივერსიტეტში შეკრებილ მსმენელებს საკუთარი შემოქმედება გააცნეს. „ქვიშის პოეტები“ - ახალგაზრდა შემოქმედთა გაერთიანებაა, რომელიც ხელს უწყობს დამწყები პოეტების ფართო აუდიტორიის წინაშე წარდგენას და პოეზიის პოპულარიზაციას. პოეზიის საღამოს ორგანიზატორის პაპუნა რევიშვილის თქმით, მსგავს საღამოებს ისინი პერიოდულად მართავენ. „ამ სტილის საღამოებით ვცდილობთ ხელი შეუწყოთ დამწყებ პოეტებს. მათ შორის სკოლის მოსწავლეებიც არიან“. - აღნიშნა პაპუნა რევიშვილმა.

ღონისძიებაში მონაწილეობა შვიდმა დამწყებმა პოეტმა მიიღო. „აუდიტორიისგან კარგი დამოკიდებულება ვიგრძენი,  მოხარული ვარ, რომ  ამ საღამოზე მომიწვიეს“. - აღნიშნა Newpress.ge- თან საუბარში ზაზა სუყაშილმა, ჰერელმა პოეტმა, რომელიც პოეზიის საღამოზე სპეციალურად მოიწვიეს.

ქვიშის პოეტებისსაღამომ დამსწრე აუდიტორიის მოწონება დაიმსახურა.ღონისძიება უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მხარდეაჭერით გაიმართა. ახალგაზრდა შემოქმედთა გაერთიანებამ პოეზიის საღამო უკვე მეშვიდედ მოაწყო.

ავტორი: ანა ჯიქია