|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საჯარო სკოლების 99 მეათეკლასელი კომპიუტერებით დაასაჩუქრეს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ნატრიაშვილმა და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, ქუთაისის საჯარო სკოლების 99 მეათელასელი კომპიუტერებით დაასაჩუქრეს.
წელს, საქართველოს მასშტაბით კომპიუტერებით სულ 1626 წარმატებული მოსწავლე დაჯილდოვდარომელთაც გასულ სასწავლო წელს საბაზო საფეხური დაასრულეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოსწავლეთა წახალისების პროექტი ყოველწლიურად ხორციელდება და მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.

ავტორი: ნიუპრესი