|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს პრეზიდენტმა ფარულ მოსმენებზე წვდომის ე.წ. გასაღებთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში განხორციელებულ ცვლილებებს ხელი არ მოაწერა. 
ვეტოს დადების თაობაზე პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ ხვალიდან შსს-ს ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარტამენტს ფარული მოსმენა-მიყურადების და ასევე კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის შენახვის კანონიერი უფლება აღარ აქვს – ძალაში დარჩა პარლამენტის მიერ აგვისტოში მიღებული ნორმა, რომლის მიხედვით, შსს-ს "ოტო"-ს სამსახურს 2014 წლის 1 ნოემბრამდე აქვს კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციის ხაზებიდან და მათი შემაერთებლებიდან, სერვერებიდან, ბაზებიდან, კავშირგაბმულობის ქსელებიდან, კავშირგაბმულობის სხვა საშუალებებიდან ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებობების გამოყენების, სათანადო აპარატურის და ტექნიკური მოწყობილობების განთავსება-მონტაჟის უფლება.
პარლამენტის მიერ გუშინ დამტკიცებული კანონპროექტის გათვალისწინებით კი, სამართლდამცავებს ამის უფლება 28 თებერვლამდე მიეცა. ამავე დროში პარლამენტს უნდა მიეღო კანონი, რომლის მიხედვით განისაზღვრება, ვის ხელში იქნება ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიების მიერ განხორციელებულ საკომუნიკაციო ინფორმაციაზე წვდომის ტექნიკური შესაძლებლობა – ე.წ. გასაღები და ასევე, სად, რა ვადით და რა მოცულობით უნდა ინახებოდეს კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია. 

ipn.ge

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა