|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ყოფილი "მასწავლებელთა სახლი" გაიყიდა

ქუთაისში ყოფილი მასწავლებელთა სახლი 150 ათას  ლარად გაიყიდა.   შენობა აუქციონის წესით  ..ს-მ  "hp ჯგუფი" შეიძინა.  აუქციონი 24 ოქტომბერს გაიმართა. 

 შენობა  ქალაქ ქუთაისის ისტორიულ ზონაში მდებარეობს,  ამიტომ გამარჯვებული კომპანია ვალდებულია    მასწავლებელთა სახლის შენობის და მიმდებარე ტერიტორიების,  რეკონსტრუქციის პროექტი და მშენებლობა განახორციელოს. ამას "კულტურული მემკვიდრეობის შესახებსაქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები არეგულირებს.
.. hp ჯგუფმა შეძენილი შენობის  და მისი  მიმდებარე ტერიტორიის მშენებლობა-რეკონსტრუქცია 2016 წლის ბოლომდე უნდა დაასრულოს.
შეგახსენებთ, "მაწვლებელთა სახლი"  მასწავლებელთა პროფკავშირის საკუთრებას წარმოადგენდა. ის რამდენიმე წლის წინ ხანძრის შედეგად განადგურდა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა