|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თამარ მეფის ქუჩაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე კილომეტრი და 200 მეტრი ასფალტის საფარი იცვლება, კეთდება ბორდიულები, ტროტუარი, ღვარსადენი და მოაჯირები. თამარ მეფის  ქუჩაზე მასშტაბურ სამუშაოებს  ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,დაგი პლიუსი“ ახორციელებს.  ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა თამარ მეფის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.
,,თამარ მეფის ქუჩაზე სამუშაოები ტემპში მიმდინარეობს.  მინდა მოსახლეობას ბოდიში მოვუხადო, რადგან ქუჩის ერთი ნაწილი დროებით დაკეტილია და მცირედი შეზღუდვებია დაწესებული. ამ პროექტში პანდუსების მოწყობაც დევს“, -განაცხადა შოთა მურღულიამ.
პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება და  2015 წლის მარტში დასრულდება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა