|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში უჩვეულო გამოფენა „გუბერსკი - ხელოვნება ჩაკეტილ სივრცეში“ გაიხსნა

ქუთაისში  ქართულ-გერმანული  პროექტიგუბერსკი - ხელოვნება ჩაკეტილ სივრცეში“  ხორციელდება.  უჩვეულო გამოფენა დღეს გაიხსნა და ის ნ 30 ნოემბრამდე გასტანს. ქუთაისის "გუბერსკის ციხე-საპყრობილეში"  იმართება ღონისძიებები, რომლებიც თანამედროვე ხელოვნების სხვადასხვა სფეროებს მოიცავს.

პროექტის ავტორებმა ღონისძიებების ჩასატარებლად სწორედ გუბერსკის ციხეანუ  გაუქმებული ციხე-საყრობილე აირჩიეს, რადგან ამ სივრცემ პატიმართა კვალი - კედლის წარწერები, ნააზრევი, ნახატები შეინახა. პატიმრების ფიქრის და განსჯის ამ  ნაყოფმა უკვე სხვაშემოქმედებითი პროცესის ინსპირაცია გამოიწვია.

პროექტის მხარდამჭერები  ქუთაისის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო,  საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ქუთაისის მერია, გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში, შვეიცარიის საელჩო საქართველოში, შვეიცარიის განვითარების სამინისტრო  არიან.

ცნობისთვის, გუბერსკი ქუთაისში მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან არსებული ციხე-საპყრობილეა. დაარსდა, როგორც ქუთაისის გუბერნიის მთავარი საპყრობილე. ის მოქმედი 2005 წლამდე იყო. ამ ციხეში სასჯელს დიდი აჯანყებების მოთავენი იხდიდნენ, ასევე ცნობილი ფირალები, ყაჩაღები და რევოლუციონერები. მათ შორის იყო იოსებ სტალინიც. საქართველოში საბჭოთა რევოლუციის შემდეგ, გუბერსკის საპყრობილე, ბუნებრივია, საბჭოთა სისტემის დამნაშავეებს ინახავდა.

 

ავტორი: ნიუპრესი