|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სახალხო დამცველი პროკურატურას მიმართავს

სახალხო დამცველი გლდანის ციხეში პატიმართა მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების #8-ე დაწესებულების დირექტორის მოადგილის, უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ასევე, რამდენიმე თანამშრომლის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს. 
უჩა ნანუაშვილმა  საგანგებო ბრიფინგზე პროკურატურას მიმართა, რომ აღნიშნული პირების თანამდებობიდან გადაყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქოს სასამართლოს მიმართოს. მისი განმარტებით"დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება. მათ შორის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. ასევე, უნდა დაიკითხონ დაზარალებული პირები და #8-ე დაწესებულების ყველა თანამშრომელი, ასევე ინფორმირებული პირები."

 ომბუდცმენი სასჯელაღსრულების სამინისტროს მოუწოდებს, შეისწავლოს რამდენად იყო დაცული კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები აღნიშნული პატიმრების მიმართ სპეცსაშუალების გამოყენების დროს და რამდენად იყო ინფორმირებული მინისტრი და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე მსჯავრდებულების მიმართ სპეცსაშუალების გამოყენების თაობაზე. როგორც უჩა ნანუაშვილლმა განაცხადა, იმ პირთა გვარები, რომლებსაც შესაძლოა ჩადენილი ჰქონდეთ დანაშაული პატიმართა შესაძლო არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, პროკურატურას უკვე გაეგზავნა. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა