|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ვალერი კვარაცხელია რეგულაციების გამკაცრების მომხრეა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, ვალერი კვარაცხელიას განმარტებით, მთავარი პრობლემა, რაც თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ დაინახა, ამ სფეროში რეგულაციების არარსებობა იყ.

"გაოგნებული დავრჩი, როდესაც დავინახე, თუ რა რეგულაციებით იმართება ჯანდაცვა და ფარმაცევტული მიმართულება. ფაქტობრივად, ამ მხრივ, ქვეყანა რეგულაციების გარეშეა დარჩენილი. ეს არის მაღალი რისკის პროფესია, რომელსაც რეგულაციები სჭირდება. მე არ ვარ მომხრე, გავამკაცროთ რეგულაციები ისე, რომ პრობლემები  არ შევუქმნა სამედიცინო დაწესებულებებს და თუნდაც სააფთიაქო ქსელებს, მაგრამ რაღაც დოზით, რეგულაციები რომ საჭიროა, ამაში თქვენც მეთანხმებით", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ ქუთაისში, კლინიკაში "LG",   რეგიონის ექიმებთან შეხვედრისას.

კვარაცხელიას განმარტებით, დღეს სამინისტროს არ აქვს საშუალება,  წამალი, რომელიც დაბალი ხარისხისაა და ჩვენს სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, ქვეყანაში შემოსვლამდე  გაყიდვიდან ამოიღოს. მისივე თქმით, ასევე რეგულაციის გარეშეა დარჩენილი საავადმყოფოს ეზოები, სადაც იმდენად ცუდი მდგომარეობაა, შესვლაც კი ძალიან რთულია"პოლიეთილენის პარკებითა და ბოთლებითაა სავსე იქაურობა."- აღნიშნა ვალერი  კვარაცხელიამ.

როგორც შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, გეგუთის პოლიკლინიკის ექიმმა, ამირან მუშკუდიანმა განაცხადა, შეხვედრაზე მისთვის ყველაზე საინტერესო  რეცეპტების საკითხი  იყო. "ბევრი შემთხვევა მქონია, როდესაც პაციენტები მეზობლების და ნაცნობების რჩევით იღებდნენ რაღაც მედიკამენტებს, რაც უკუჩვენებას უფრო იწვევდა და სიტუაციას უფრო ამძიმებდა.  ხალხი უკვე  მიეჩვია, რომ საკუთარ თავს 15 წუთი  დაუთმონ და ექიმთან მივიდნენ." - აღნიშნა მუშკუდიანმა.

ავტორი: ასმათ ყურაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა