|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ლევან ბერძენიშვილი:"საწყენია, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს ჰგონია, რომ ადამიანის უფლებები უფრო დაბლა დგას, ვიდრე უშიშროება"

მოსმენების საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში  უმრავლესობის წევრების მიერ  მომზადებული ორი  კანონპროექტია შესული. დეპუტატების აზრიც ორადაა გაყოფილი. "რესპუბლიკურ პარტიაში"  აცხადებენ, რომ  მხარს ვახტანგ ხმალაძის კანონპროექტს დაუჭერენ. ,,არის ორი ვერსია,  ვახტანგ ხმალაძის კანონპროექტი, რომელსაც ჩვენ მთელი ფრაქცია ვპირებთ მხარი დაუჭიროთ, მაგრამ ჩვენ ასევე მივიებ მონაწილეობას  მეორე ვერსიის განხილვაში. ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ თუ ჩვენი  კანონპროექტი არ გავიდა,  სხვა ვერსია მაინცდამაინც ისეთი უნდა გავიდეს რა ფორმითაც არის, რადგანაც მასთანაც არის გარკვეული ენიშვნები. ჩვენ არ ვაპირებთ ამის დამალვას“- განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა. მისი თქმით,  ბესელია- ფოფხაძე- სესიაშვილის კანონპროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროშია დაწერილი და მასში  ლევან იზორიას ხელწერა შეინიშნება. ,, ჩვენ მიგვაჩნია, რომ რაც შეიძლება მეტი კონტროლი უნდა ხდებოდეს და ჩვენ ვიხრებით დემოკრატიისკენ და ისინი უფრო იხრებიან უშიშროებისკენ. ეს მელ მსოფლიოში ცნობილი კამათია - ადამიანის უფლებები უფრო მაღლა დგას თუ უშიშროება. საწყენია, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს გონია, რომ ადამიანის უფლებები უფრო დაბლა დგას,  ვიდრე უშიშეროება. მაგრამ ეს ჩვეულებრივი პროცესია. აქ იქნება ბევი სიტყვა, ბევრი ბრალდება, ჩვენ არ ვიცით ვნ დაწერა ეს კანონპროექტი, ბესელიას დაწერილს შეიძლება არ ჰგავდეს, იმიტომ, რომ ტექსტი ძალინ ჰგავს ლევან იზორიას ტექსტს“ - განაცხადა ბერძენიშვილმა.

 ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრ აკაკი მინაშვილის განცხადებით,  ისინი იმ კანონპროექტს დაუჭერენ მხარს, ადაც გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში არ იქნება. ,,ჩვენი პოზიცია დიდი ხანია ჩამოყალიბებულია და ჩვენ დაუჭერთ მხარს იმ კანონპროექტს, სადაც გათვალისწინებულია, რომ გასაღები არ უნდა ჰქონდეს შსს-ს. - განცხადა მინაშვილმა.

 

ავტორი: გიგა გელხვიიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა