|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

განათლების მინისტრმა ქუთაისელ სტუდენტებს ახალი პროექტი გააცნო

საქართველოს განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე, "ათასწლეულების გამოწვევის ფონდი - საქარველოს" დირექტორი მაგდა მაღრაძე და აშშ-ს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფონდის დირექტორი კენ უოლში აკაკი წერეთლის სახემწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ, სადაც  აშშ-ს ათასწლეულების გამოწვევის კორპორაციის მიერ დაფინანსებული  უმაღლესი განათლების პროექტის -"სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო  2020" დეტალები განიხილეს.

 პროგრამა საქართველოს 3 უნივერსიტეტში( ილია, ტექნიკურ და ივანე ჯავახიშვილის ) უკვე ხორციელდება.

 "აღნიშნულ პროექტს  სან დიეგოს უნივერსიტეტი და საქართველოს სამი სახელმწიფო უნივერსიტეტისგან შემდგარი კონსორციუმი ახორციელბს. კურსდამთავრებულები საქართველოში მიიღებენ ამერიკულ განათლებას და დიპლომს საინჟინრო, ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო სპეციალობებში. მნიშვნელოვანია, რომ რეგიონებში უნივერსიტეტბმა დაინახონ თავიანთი როლი ამ პროექტში, რომლის ბიუჯეტიც 30 მილიონი ამრიკული დოლარია,"- განაცხადა თამარ სანიკიძემ.

პროექტში ჩართვას მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ღავთაძე, ის თვლის, რომ სტუდენტები თავიანთ პოტენციალ მაქციმალურად გამოავლენენ. " მიშვნელოვანია, რომ ახლა ჩვენს სტუდენტებსაც ეძლევათ შანსი ისარგებლონ ამ პროექტით. ვფიქრობ, ჩვენი სტუდენტები თავიანთ შესაძლებლობას მაქსიმალურად გამოავლენენ."- განაცხდა გირგი ღავთაძემ.

პროექტი" სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტები და საქართველო 2020"  მიმდინარე წელს დაიწყო. იგი ითვალისწინებს ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი განათლების სექტორში პროექტების განხორცილებას.

 

ავტორი: ანა ჯიქია